სწავლის საკლასო ოთახებში დაწყების რეკომენდაციას ვერ გავცემთ – გამყრელიძე

ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სწავლის საკლასო ოთახებში დაწყების რეკომენდაციას ვერ გავცემთ – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

“დღეს რა ეპიდსიტუაციაც არის და რა მაჩვენებლებიც გვაქვს ჩვენ ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმეჯერ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალთა 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით”, – ამბობს გამყრელიძე.