სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება – ვაშაძე ევროკავშირს მიმართავს

“სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება”- „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ  რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რათა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია უმოკლეს ვადებში იქნას გათავისუფლებული საპატიმროდან.

“მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება,რათა უმოკლეს ვადებში იქნეს ნიკა მელია გათავისუფლებული საპატიმრო დაწესებულებიდან”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. აღნიშნულს არ ადასტურებენ საქართველოს პროკურატურაში.