სხვადასხვა გზაა, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამაზე ვისაუბრეთ – სამადაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ენმ-ძალა ერთობაშიას შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ შეხვედრაზე ძალიან დეტალურად განიხილეს 6 პუნქტი, რომელიც პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაშია ჩამოყალიბებული.

მისივე განცხადებით, დანიელსონთან ისაუბრეს ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის გზებზე.

“ჩვენი პოზიცია ცნობილია, პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას, მაგალითად, წარმოადგენდეს ნიკა მელია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე არსებობს სხვადასხვა და ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი”,– თქვა სამადაშვილმა.