სხვადასხვა კარიდან გადით, საცობები არ შეიქმნას – ოხანაშვილი ოპოზიციას

ოპოზიციის ნაწილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მათ კი კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ცინიკურად მიმართა.

„ქალბატონო ანა, რომ ვიცოდეთ, პარლამენტსაც ტოვებთ, თუ მანდატებს ინარჩუნებთ ისე, რომ არ იმუშავებთ? საცობი რომ არ შეიქმნას, ორი მხრიდან შეგიძლიათ გახვიდეთ. მადლობა. გვერდით და წინ მიმოიხედეთ, ვინ, ვის ინტერესებს იცავდა და ვის გვერდით ხართ… სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო, გთხოვთ ვისაც უნდა გასვლა, შეუძლია დატოვოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომიტეტზე განიხილება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც პარლამენტში ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონით და კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს.