ტანას ხეობაში ხანძარია – სოფელ ბოშურთან ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილს უკიდია

ტანას ხეობაში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ბოშურთან, მთაში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერამდე შესაბამისი ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.

მათივე განცხადებით, მთაში, კლდოვან ნაწილზე, სადაც ცეცხლი შეინიშნება, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ცეცხლის ქრობის პროცესი კი, ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება.