ტელევიზიებს იმიზეზებს, შეუძლია TV “იმედში” მოითხოვოს დებატები – მელია კალაძეზე

“ტელევიზიებს იმიზეზებს, შეუძლია TV “იმედში” მოითხოვოს დებატები” – ასე ეხმაურება ენმ-ის თავჯდომარე ნიკა მელია კახა კალაძის უარს დებატებში მონაწილეობაზე.

” პასუხისმგებლობის საკითხია, როდესაც პრეტენზია გაქვს იყო დედაქალაქის მერი, სავალდებულოც უნდა იყოს ჩემი ღრმა რწმენით, ყველა წამყვანი ტელეკომპანიის ეთერში, დებატებში მიიღოს მონაწილეობა. ბატონი კალაძე უბრალოდ იმიზეზებს ტელეკომპანიებს რომელიც დაასახელა და რაღაცა საბაბი იპოვა, რატომ არ უნდა მოვიდეს. ვეუბნები ბატონ კალაძეს, თუ თქვენი ტელეკომპანიები არ მოსწონს, ტელეკომპანია იმედში ხო შეუძლია მოითხოვოს პირდაპირი ეთერი… – აცხადებს ნიკა მელია.