ტერაქტი ვენაში – არიან დაშავებულები, ერთი ადამიანი კი დაიღუპა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარი თავდასხმა ქვეყნის შს მინისტრმა “ტერორისტულ აქტად” შეაფასა.

ერთი თავდამსხმელი სროლის შედეგად გარდაიცვალა, ერთი პოლიციის ოფიცერი დაიჭრა და ერთი თავდამსხმელი გაიქცა.ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცოტახნის წინ  საიტენფლაცზე  სინაგოგასთან თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა.

ქალაქის ცენტრში ამ დროისთვის მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.