The new york times-ის ცნობით რუსეთის ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიის, Yandex-ის სათაო კომპანიას სურს შეწყვიტოს კავშირები რუსეთთაან, რათა დაიცვას მისი ახალი ბიზნესები უკრაინის ომის შედეგებისგან, ასევე ვლადიმერ პუტინის სავარაუდოდ წარუმატებელი მცდელობისგან, შექმნას მაღალტექნოლოგიური წარმოებების ადგილობრივი შემცვლელები და ჩაანაცვლოს დასავლური ტექნოლოგიები და მომსახურებები, რომლებიც სანქციების გამო რუსეთისთვის უკვე მიუწვდომელია.
ყოვლისმომცველი ცვლილებების პროცესში ჰოლანდიური ჰოლდინგი Yandex, რომელსაც ხშირად “რუსული Google” -ს უწოდებენ, თავის ყველაზე პერსპექტიულ ახალ ტექნოლოგიებს რუსეთის ფარგლებს გარეთ გაიტანს და რუსეთში არსებულ ბიზნესს რუსეთშივე გაყიდის, მათ შორის პოპულარულ ინტერნეტ ბრაუზერს და საკვების მიტანის და ტაქსის გამოძახების სერვისის აპლიკაციას. ამის შესახებ საქმეში კარგად ჩახედული ადამიანები საუბრობენ, რომელთაც საჯაროობა არ სურს.
კომპანიის გეგმა მიზნად ისახავს რუსეთის შიდა ბაზარს გაემიჯნოს და ნაკლებად დაზარალდეს დასავლური სანქციების დამანგრეველი გავლენისგან რუსეთის ერთ დროს აყვავების გზაზე მდგარ ტექნოლოგიურ სექტორზე.
საკითხში ჩახედული ადამიანები აცხადებენ, რომ რომ უკრაინის ომმა Yandex-ის ახალი ტექნოლოგიების განვითარება – როგორიცაა თვითმართვადი მანქანები, მანქანათმცოდნეობა და ქლაუდ სერვისები – არაეფექტური გახადა. ასეთი ბიზნესები, რომლებიც დასავლეთის ბაზრებზე, ექსპერტებსა და ტექნოლოგიებზე წვდომას საჭიროებენ, წარუმატებლობისთვის იქნებიან განწირული, თუ ისინი რუსეთთან ასოცირებულ კომპანიებად დარჩებიან, დასძინა ერთ-ერთმა მათგანმა.
Yandex-ის რუსული შვილობილი კომპანია გააგრძელებს მომხმარებლისთვის იგივე პროდუქტების შეთავაზებას ქვეყანაში ახალი მფლობელების პირობებში, თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით მეორე ინფორმირებულმა პირმა.
ჯერჯერობით გაურკვეველია განხორციელდება თუ არა Yandex-ის გეგმა. კომპანიამ უნდა მიიღოს კრემლის თანხმობა რუსეთში რეგისტრირებული ტექნოლოგიური ლიცენზიების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადასატანად, თქვა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ. მას ასევე დასჭირდება მყიდველების მოძიება ადგილზე, რუსეთში, თავისი ბიზნესებისთვის და საერთო რესტრუქტურიზაციის გეგმის დამტკიცება Yandex-ის აქციონერების მიერ
Yandex-ის გეგმას მხარს უჭერს ალექსეი კუდრინი, რუსეთის მთავარი აუდიტორი და ბატონი პუტინის დიდი ხნის რწმუნებული. ბ-ნი კუდრინი, ერთ-ერთია ცნობილი ეკონომიკური ლიბერალებიდან, რომელიც რუსეთის მთავრობაში შემორჩ. ის ამჟამად კომპანიისთვის არაფორმალურად მოქმედებს, მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალში აქ მენეჯერის როლს შეასრულებს.
ომის პოლიტიკური შედეგებისგან დისტანცირების მიზნით, Yandex-მა აგვისტოში გაყიდა თავისი ონლაინ ახალი ამბების აგრეგატორი, რომელიც სახელმწიფო პროპაგანდით იყო სავსე რუსული მედიის მზარდი დრაკონული კანონების გამო, რომელიც კრძალავს ომის კრიტიკას– წერს ამერიკული გამოცემა.