ტიკარაძე აცხადებს რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ჩანასახობრივ პერიოდში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ covid19 – ი დიდი გამოწვევაა, მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვისაც, რომელიც ჯერ ჩანასახობრივ პერიოდში იმყოფება.

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი ეს არის გამოწვევა, არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემების, არამედ მთლიანად სახელმწიფოების. რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და ჯანდაცვის სიტემა საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედია საშუალებებისგან, რომ დროულად იქნას ამოცნობილი და აღმოფხვრილი ყველა პრობლემა”, – განაცხადა მინისტრმა.