ტიკარაძე AstraZeneca-ს, მეორე დოზით 14 ივნისისთვის უნდა აცრილიყო – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, გაკეთებული აქვს მხოლოდ AstraZeneca-ს პირველი დოზა, მეორე კი 14 ივნისისთვის იყო დაგეგმილი.

“ქალბატონ ეკატერინეს ჩატარებული აქვს აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით პირველი აცრა, მეორე აცრის თარიღი იყო განსაზღვრული 14 ივნისისთვის, რაც არის 12-კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდი, თუმცა ამ მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აცხადებს გაბუნია.

ცნობისთვის, დღეს, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.