ტორესა მოსი გაათავისუფლეს

ორი დღის წინ დაკავებული მწერალი და “მთავარი არხის” ტელეწამყვანი, ტორესა მოსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მისი საქმის განხილვა 19 ნოემბრისთვის გადაიდო, რადგან, მოსამართლის თქმით, საქმეში არსებული მოცულობითი მასალების გაცნობას დრო სჭირდება.

ტორესა მოსი გირჩი – მეტი თავისუფლების აქციის დროს 12 ნოემბერს დააკავეს, როცა პარტიის წევრებმა ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების ბლოკირება მოახდინეს. მწერალმა სუს-ის შესასვლელი თელავში ჩახერგა.

სასამართლო პროცესის პარალელურად ტორესა მოსის მეგობრებმა თელავის რაიონული სასამართლოს ეზოში აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს და ადგილზე გალია მიიტანეს, რომელშიც მისი დაწერილი წიგნები ეწყო.