ტრაგედია გურიაში-6 წლის ბავშვი არხში დამხრჩვალი იპოვეს

ტრაგედია მოხდა გურიაში: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში  6 წლის ბავშვი ერთ-ერთ არხში დამხრჩვალი იპოვეს. ბავშვს ოჯახი, მთელი სოფელი  და სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.