ტროლ-ბოტების ახალი საწარმო POST TV-ის ბაზაზე მდებარეობს – ფორმულა

ტროლ-ბოტების ახალი საწარმო POST TV-ის ბაზაზე მდებარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.  შაბათის ფორმულას ცნობით, ტროლების ქარხნის ამუშავებაში დიდი როლი ლაშა ნაცვლიშვილსაც უნდა შეეტანა, თუმცა როგორც გაირკვა, ის ქართული ოცნების შემდეგ, POST TV-დანაც გაუშვეს.

ფორმულას ინფორმაციით, ტროლების ჯგუფს ირაკლი ლატარია ხელმძღვანელობს.  ადგილზე გადამღები ჯგუფი მაშინ მივიდა როდესაც სამუშაო საათები დასრულებული იყო, ოფისის კართან კი სადაც სავარაუდოდ ტროლებისთვის სამუშა სივრცე მოეწყო, ქართული ოცნების პარტაქტივად წოდებული, ირაკლი ლატარია დახვდათ, რომელმაც მეგობართან სტუმრობა მოიმიზეზა. იმავე შენობაში იმავე სართულზე, გადამღები ჯგუფი მეორე დღესაც მივიდა თუმცა ოთახი  დახურული იყო თუმცა ფორმულას ჯგუფს ადგილზე პოსტივის თანამშრომელთა ნაწილი დახვდა,ერთ-ერთი მათგანი შალვა რამიშვილის პროდიუსერი ნინო კვოტარია იყო რომელმაც განაცხადა რომ ლატარია მათი თანამშრომელია.

თავად ნინო კვოტარია, 2 წლის წინ საჯაროდ ამხილებს ტროლებთან კავშირში, როდესაც ედუართ მარიკაშვილს და თინა ბოკუჩავას ფარულად ფოტო გადაუღო  წარწერებით შეამკო და შემდეგ  ტროლ-ბოტებმა ვირუსულად გაავრცელეს სოციალურ ქსელში.

POSTV – ის  კავშირებს, ტროლების ქარხანასთან ანონიმური წყარო ფორმულასთან საუბარში ადასტურებს და ყვება რომ :

”ერთი 6-7 ადამიანი, ზოგი კომპიუტერებთან, ზოგი მაგიდებთან რაღაცას გეგმავდნენ და პანდას წევრებიც მანდ იყვნენ და სწორედ მათთან ერთად გეგმავდნენ რაღაცებს. პოსტივის ერთერთი თანამშრომელიც მანდ იყო.”

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური სწავლობს პოსტივიში გაფლანგული თანხების ამბავს. შალვა რამიშვილი, ამბობს რომ ტელევიზიაში ფინანსური პოლიცია არ შესულა. ტელევიზიაში გამოძიების მიზნით შესვლას  უარყოფს საგამოძიებო უწყებაც.