ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა – მიხეილ სააკაშვილი შეზღუდვებზე

“ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაa”- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის გამოცხადებულ ახალ “ლოქდაუნს” ეხმაურება და აბსურდულს უწოდებს.

“ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე პარალელურად ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.