“ტყუილებს ყვება” – გახარია კალაძესთან შეხვედრას უარყოფს

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია კახა კალაძესთან შეხვედრას უარყოფს.

„ტყუილია, ტყუილებს ყვება. არა, არა, ეს ტყუილია, რა თქმა უნდა. მატყუარა ხალხზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების. ამ ხალხს, ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ ბოსებს, იმის ნახევარი მაინც რომ გაეკეთებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ რვა წლის განმავლობაში, მათთან ბრძოლაში, რასაც დღეს აკეთებენ ჩვენ წინააღმდეგ, დღეს ჩვენი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არ იქნებოდა და სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კახა კალაძის თქმით, გახარია მას დღეს თბილისის მერიაში შეხვდა და უთხრა, რომ თბილისის მერად კენჭყისრას აპირებდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გახარიამ კალაძეს შესთავაზა, ფინანსურად მხარი დაეჭირა მისთვის და სანაცვლოდ, ის თავის კანდიდატურას არ დააყენებდა.