ტყუილია, რომ რუსებმა მთელი სევეროდონეცკი აიღეს, ჩვენი ბიჭები იქ არიან – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ სევერდონეცკში არ არსებობს სამხედროების ალყაში მოქცევის საფრთხე.

“არ მგონია, რომ ალყის საფრთხე არსებობს. ჯერ კიდევ რჩება ლისიჩანსკში უკან დახევის შესაძლებლობა. შესაბამისად, ალყა არ ემუქრება სამხედროებს“, – თქვა გაიდაიმ Unian-ის ცნობით.

მისივე ცნობით, ქალაქის ნაწილს, სამწუხაროდ, რუსული ჯარები აკონტროლებენ, მაგრამ იქ მაინც რჩებიან უკრაინელი დამცველები, რომლებიც მტერს უკუაგდებენ.

“რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთელი ქალაქი აიღეს – ეს სიმართლეს არ შეესაბამება. იქ ჩვენი ბიჭები არიან. უფრო მეტიც, მათ უკუაგდებენ, ანუ თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლიათ [ოკუპანტებს]”, – აღნიშნა გაიდაიმ.