”სხვადასხვა პოლიციელები მოიყვანეს, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ჩვენთან, გარდა იმისა, რომ მერე მანქანით გადაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებებში, რომლებიც იბრალებენ, რომ თითქოს მათ გასცეს ჩვენი დაკავების ბრძანება. სინამდვილეში არსებობს უამრავი ვიდეოკადრები , სხვადასხვა რაკურსით გადაღებული სადაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი დაკავების ბრძანებას იძლევა “ხარება”, [ზვიად ხარაზაშვილი გდდ-ის უფროსი] გომელაურის ძმაკაცი და ჩვენ ფიზიკურად გვისწორდებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები.”

ამის შესახებ, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, პროცესის შემდეგ განაცხადა. ზურა ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 14 ივნისს მიიღებს. ჯაფარიძის და მოსიაშვილის თქმით, პოლიციელებმა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები დღეს ვერ წარმოადგინეს.