უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე, ანალიზებსა და შემოწმებებზე – სააკაშვილი

“უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე, ანალიზებსა და შემოწმებებზე”- აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი წერილი საპატიმროდან, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან წაიკითხა.

“ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა, რეანიმობილის ბრიგადების მომსახურებასა და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრების ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში, 27-ე დღეა შიმშილობს.