უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

“ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი”,– თქვა ტიკარაძემ.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.