უახლოეს პერიოდში დავრწმუნდებით, რეჟიმი რაზეა წამსვლელი – ნიკა მელია

უახლოეს პერიოდში დავრწმუნდებით, რეჟიმი რაზეა წამსვლელი, – განაცხადა ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.

მისი თქმით, ამაში დარწმუნდება მთელი მსოფლიო, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ძვირფასი ელჩები საქართველოში.

„ყველამ ვიცოდეთ, თუ ვინმესი რეჟიმს ეშინია და ცახცახებს, ეს არის რუსთაველის გამზირი. მშვიდობიანი მანიფესტაციები და დიალოგი, ერთი პროცესია. უახლოეს დღეებში დავრწმუნდებით, რომ რეჟიმი არ დამარცხდება საკუთარი ნებით. მინდა, ამაში დარწმუნებული არ ვიყო, მაგრამ მჯერა. ამაში დარწმუნდება ყველა ელჩი და საერთაშორისო პარტნიორი. ამის შემდეგ, ერთ მშვენიერ დილას ეს გამზირი, როცა პატრიოტებით გაივსება, მანამდე არ დაიშლება, სანამ ეს რეჟიმი სახლში არ წავა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.