უახლოეს ხანებში გახარია მოგვცემს მტკიცებულებებს, ნაციონალია თუ ქოცია – მანჯგალაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯაგალიძის განცხადებით, გახარია თვითონ დაამტკიცებს, “ნაცია თუ ქოცი”.

„მე ვერ გავიზიარებ ყველაფერს, რასაც სახელისუფლებო მედია და პროპაგანდა აკეთებს, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური პიარის ნაწილი. ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ გახარია ნაციონალია და მეორე ჯგუფი ამტკიცებს, რომ გახარია არის „ქოცი“. თვითონ გახარიამ უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი საკუთარი ქმედებებით. თავს ვიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ უახლოეს ხანებში გახარია და გახარიას გუნდი თვითონ მოგვცემს იმ მტკიცებულებებს „ნაციონალია“ თუ „ქოცია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ქართული ოცნების ლიდერები ბოლო დღეებია ყოფილ პრემიერის, გიორგი გახარიას მიხეილ სააკაშვილთან კავშირზე საუბრობენ.