უგულავამ და სააკაშვილმა პლებისციტზე ისაუბრეს – რაზე შეთანხმდნენ ისინი

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა და შეჯერდნენ, რომ ახლა პლებისციტზე დამუნათება არასწორია.

უგულავას თქმით, საკითხის იმგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინა ივანიშვილის თამაშია – არასწორია.

“მე მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გუშინ, როდესაც ვნახე მისი ვიდეომიმართვა. ჩვენ აზრები გავცვალეთ და შევჯერდით იმაზე, რომ არასწორია ახლა რაიმეს დამუნათება იმ თვალსაზრისით, რომ თუნდაც, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია – საკითხის ასე დაყენება არასწორია. ამავე დროს ჩვენ მოლაპარაკებაზე მივდივართ 6 პუნქტით. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის და დოკუმენტში ჩაწერილიც არის, რიგგარეშე არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს და პლებისციტი რომ გვდომოდა, პირდაპირ ჩაიწერებოდა პლებისციტი. თუმცა, მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, იმიტომ, რომ პლებისციტის იდეაც გამარჯვება არის ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში და მას ბევრი პლუსი აქვს”, – აცხადებს უგულავა პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს, რომელსაც მათ თავს ივანიშვილი თავს ახვევს, არ უნდა დათანხმდეს.