უგულავას განცხადებით, პომპეოს ვიზიტის დღეს რუსთაველზე მოფენილი იქნება სტიკერები : “გაყალბებულია”

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პომპეოს ვიზიტის დღეს რუსთაველზე მოფენილი იქნება სტიკერები : “გაყალბებულია” ამის შესახებ გიგი უგულავამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ცოტახნისწინ განაცხადა.

“ზუსტად 1 წლის წინ ჩვენ გავხდით გამაოგნებელი გადაგდების მომსწრე, როდესაც მონა დაჩი ბერაიამ და დიმიტრი ხუნდაძემ გვითხრეს, რომ პროპორციული სისტემა ზღაპარი ყოფილა და, თურმე, ჩვენ ამას არ დაგვპირდნენ. მას შემდეგ ჩვენ არ ვნებდებით, მოვდივართ და ვეუბნებით ივანიშვილს, რომ ვერ დაგვიმორჩილებს. ხშირად გვსაყვედურობენ და გვეკითხებიან, რა არის ჩვენი გეგმა. ამის პასუხი მარტივია – გამძლეობა, მაგრამ უფრო კონკრეტულ გეგმასაც გეტყვით. 17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა მაიკ პომპეო, ჩვენ ყველანი მივესალმებით მას და მსოფლიოს ვანახებთ მდუმარე პროტესტს – რუსთაველზე დავაფენთ სტიკერებს, რომელზეც ეწერება “გაყალბებულია”. ჩვენ ყველას ერთი გეზი გვაქვს, უნდა ვიყუროთ წინ და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველები არ შევეგუებით სიყალბეს. მეორე ტურების დღეს, 21 ნოემბერს, ცოცხალ ჯაჭვს გავაკეთებთ, რათა ჟვანიამ და ყველამ დაინახოს, რომ არაფერს ვთმობთ”, – ამბობს უგულავა.