“ესე იგი, უკვე მეშინია დრო ვთქვა, თუ როდის დამთავრდება, იმდენჯერ მოხდა ვადის გადაწევა. პირველად როცა სამუშაოები დაიწყო პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მშენებლობის პროცესში გამოიკვეთა – არსებული ბაქანი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და მოითხოვდა, რომ მთლიანად ახალი პროექტი განხორციელებულიყო. […] დაახლოებით, 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო სამუშაოები, თუმცა კომპანიამ მოითხოვა რამდენიმე კვირით ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით ამას”.

განაცხადა  თბილისის მერმა, კახი კალაძემ მეტროსადგურ გოცირიძესთან დაკავშირებით.