უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემები დაუბრუნა, რადგან ისინი არ მუშაობდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  დასავლეთს უკრაინაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი სისტემა, რომლებიც მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს, არ მუშაობდა.  ამის შესახებ პრეზიდენტმა, Associated Press-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩვენ გვაქვს შესანიშნავი გადაწყვეტილებები Patriot-ებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ისინი რეალურად”. – თქვა ზელენსკიმ