უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს – თავისუფალია 28 სამხედო და 13 მშვიდობიანი მოქალაქე

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ვიცე-პრემიერი  ირინა ვერეშჩუკი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

როგორც ვერეშჩუკი წერს, 41 ადამიანი სახლში დაბრუნდება, საიდანაც 28 სამხედრო და 13 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 11 ქალია.