უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 12 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ ოკუპანტის ტყვეობიდან კიდევ 12 ადამიანი დაიბრუნა – მათ შორისაა საზღვაო ძალების 4 ჯარისკაცი, 2 ეროვნული გვარდიელი და 2 მესაზღვრე, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ერთი ჯარისკაცი. სამხედროებს შორის არის 2 ოფიცერი და 7 რიგითი და სერჟანტი.

გაათავისუფლეს ასევე 3 მშვიდობიანი მოქალაქე – ცოლ-ქმარი და მამაკაცი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.