უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 23 აგვისტომდე გაახანგრძლივა

უკრაინის რადამ დაამტკიცა ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 23 აგვისტომდე გაგრძელების შესახებ.

საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას რადას 320-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საყოველთაო მობილიზაციას კი – 315-მა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის განმარტებით, 90 დღით გახანგრძლივების მიზეზი ის არის, რომ კონტრშეტევას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე დაცვას.

“24 თებერვლიდან ჩვენ ორჯერ გავაგრძელეთ საომარი მდგომარეობა. ახლა ჩვენ გვესმის, რომ მტერი ფოკუსირებულია სიმაგრეების აშენებაზე დროებით კონტროლირებად ტერიტორიებზე. კონტრშეტევა უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე თავდაცვა. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა”,– თქვა ფედირ ვენისლავსკიმ.