უკრაინამ შესაძლოა ოკუპირებული ყირიმი ზამთრის დასაწყისში დაირუნოს, ომი კი გაზაფხულის ბოლოს დასრულდეს–გავრილოვი

უკრაინამ შეიძლება ოკუპირებული ყირიმი ზამთრის დასაწყსშივე დაიბრუნოს. ამის შესახებ Sky News-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე კონტროლის დაბრუნება, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს შეუძლიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ბირთვული თავდასხმის ალბათობა დაბალია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ შეაჩერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტერიტორიების განთავისუფლების გზაზე.

რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აგრესორი ქვეყანა მთლიანად დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმსა და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონების ნაწილს.

გავრილოვი ვარაუდობს, რომ ომი უკრაინაში გაზაფხულის ბოლოს დასრულდება.