უკრაინამ ხარკოვის ოლქში კონტროლი კიდევ ოთხ დასახლებაზე აღადგინა

უკრაინამ ხარკოვის ოლქში კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტი: ჩერკასკი ტიშკი, რუსკი ტიშკი, რუბიჟნე და ბაირაკი გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

ასევე გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები აღმოსავლეთ ოპერაციულ ზონაში ზრდიან სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის ჩატარების ტემპს. ცეცხლს ხსნის შეხების ხაზის გასწვრივ და უკრაინის თავდაცვის ძალების სიღრმეში. ასევე შენარჩუნებულია სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების მაღალი ალბათობა.