უკრაინამ HIMARS-ებით 400-ზე მეტი რუსული სამიზნე დაბომბა – ამერიკელი გენერალი

აშშ-ს შეაირაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ HIMARS-ებით 400-ზე მეტი რუსული სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ გენერალმა, გერმანიაში, აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზა რამშტეინზე გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამ სისტემების გამოყენებაში უკრაინას რეალური და გაზომვადი წარმატებები აქვს.

ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 20-ზე მეტი დასავლური სტილის სარაკეტო სისტემა აქვს – HIMARS, M270 და MARS.