უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა უკრაინასთან დაკავშირებით  23-24 ივნისის სამიტის წინ, რომელზეც უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განიხილავენ. მისი თქმით, გამოწვევა იქნება ევროკავშირის სამიტიდან გამოსვლა ერთიანი პოზიციით, რომელიც ასახავს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს.

„ვიმედოვნებ, რომ 20 წლის შემდეგ, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, შეგვეძლება თქმა, რომ სწორად მოვიქეცით“, – განაცხადა ლაიენმა კიევში ვიზიტის შემდეგ.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელი აქვს და ეს ევროკავშირის რეკომენდაციებში აისახება.