უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. საქართველო კითხვის ნიშნის ქვეშ არის – მედია

ორშაბათს, 13 ივნისს ევროკომისიის წევრებმა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმსჯელეს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებენ, თუმცა გარკვეული პირობებით. საბოლოო გადაწყვეტილებას ჟურნალისტის თქმით ევროკავშირის წევრი ქვეყნები მომავალ კვირას მიიღებენ.

“ევროკომისიამ დღეს წინასწარი დებატები გამართა უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით. ისე ჩანს, რომ გარკვეული პირობებით კანდიდატის სტატუსს მიიღებენ უკრაინა და მოლდოვა, საქართველოს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. პარასკევს დისკუსია გაგრძელდება და მომავალ კვირას ევროკავშირის წევრი ქვეყნები საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ“– წერს ჟურნალისტი ტვიტერზე.