უკრაინას იარაღი უნდა მივცეთ, იმდენი იარაღი, რამდენსაც აითვისებს, თუ შეიჭრებიან, მრავალი რუსი უნდა მოკვდეს – სენატორი ლინდსი გრემი

“უკრაინას იარაღი უნდა მივცეთ იმდენი იარაღი რამდენსაც აითვისებს, თუ შეიჭრებიან, მრავალი რუსი უნდა მოკვდეს”- ამის შესახებ, რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა FOX News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანქციებს იმსახურებს. სენატორი უკრაინას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ არ სურს მათთვის ჯარის გაგზავნა მარა სურს რომ იმდენი იარაღი გადაეცეთ რამდენის ათვისების რესურსიც ექნებათ რათა ‘პროცესში იყოს მრავალი რუსი დაღუპული”.

”ახლა რასაც ვაკეთებთ არ მუშაობს, ვლადიმერ პუტინი იმსახურებს სანქციებს, თანაც  ახლავე. მან განათავსა 100 ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან.  ის ანადგურებს უკრაინის ეკონომიკას, ცდილობს მსოფლიოს უფსკრულში გადაჩეხას. ახლავე უნდა დავარტყათ.  მივაწოდოთ უკრაინას უფრო მეტი იარაღი. მე არ მინდა, რომ უკრაინას ჯარი გავუგზავნოთ, მაგრამ მსურს გავუგზავნოთ იმდენი იარაღი, რამდენის ათვისებაც შეუძლიათ, რომ დავრწმუნდეთ, თუ რუსეთი შეიჭრება, პროცესში იყოს მრავალი რუსი დაღუპული. ვფიქრობ, უკრაინელები იბრძოლებენ და მინდა მხარი დავუჭირო მეტი ჯარის გაგზავნას NATO-ს წევრ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის ჩრდილ ქვეშ ცხოვრობენ, რომ ვაჩვენოთ გამბედაობა – NATO-სთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ბევრს და ვაკეთებთ ძალიან ცოტას. დაადეთ სანქციები პუტინს ახლავე, გაგზავნეთ მეტი იარაღი ახლავე.” –  ამბობს სენატორი  ლინდსი გრემი.