უკრაინას სამხედრო დახმარებას გავუგზავნით – შვედეთის პრემიერი

შვედეთის პრემიერმინისტრის, მაგდალენა ანდერსონის თქმით, უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნიან. დახმარება მოიცავს 5 000 ჩაფხუტს, 5 000 ჯავშანჟილეტს, 5 000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს და 135 000 პაკეტ მშრალ საკვებს ჯარისთვის.

ქვეყნის პრემიერმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ შვედეთი 1939 წელს, ფინეთ–საბჭოთა კავშირის ომის  შემდეგ პირველად გზავნის იარაღს შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში.

ასევე ცალკე, ევროკავშირის დახმარების მიღმა სამხედრო დახმარებას უკრაინას გაუწევს ბელგია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა. ეს ქვეყანა უკრაინულ არმიას 3000 ზარბაზანს გაუგზავნის.