უკრაინას ტერიტორიის განსანაღმად, 5-7 წელი დასჭირდება – შს მინისტრის მოადგილე

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერი აკობიანმა განაცხადა, რომ უკრაინას 5-7 წელი სჭირდება ნაღმებისგან მთელი ტერიტორიის განსანაღმად. შესაბამისი განცხადება, აკობიანმა Telegram არხზე გაავრცელა. 

  • “ამჟამად ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 300 000 კვადრატული კილომეტრია “დაბინძურებული”. ეს ათჯერ მეტია, ვიდრე საერთაშორისო გამოცდილება. იქიდან გამომდინარე, რომ აქტიური საომარი მოქმედებების ერთი დღე უდრის განაღმვის 30 დღეს, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით გვჭირდება 5. – სრული განაღმვისთვის 7 წელი”, – თქვა მერი აკობიანმა.

უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, განეიტრალდა თითქმის 114 000 ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის დაახლოებით 2 000 საავიაციო ბომბი.