უკრაინას 3 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადავცემთ – იტალიის პრემიერ-მინისტრი

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის განცხადებით, უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას – SAMP-T, Skyguard და Spada გადასცემს.

“როცა საქმე ეხება ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს აგრესია, მაშინ ყველა იარაღი, რომელიც მას მიეწოდება, არის თავდაცვისთვის. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კონცენტრირებული ვართ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე საფრანგეთთან ერთად, რათა გავაერთიანოთ ჩვენი ტექნოლოგიები. მნიშვნელოვანია, რომ [უკრაინის] სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP-T, ისევე როგორც სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები – Skyguard და Spada. დღეს სტრატეგიული მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა”, – განაცხადა მელონიმ.