უკრაინაში ვიზიტისას, გერმანიის პრეზიდენტს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია.

შტაინმაიერს სოფელ კორიუკოვკას სარდაფში საათნახევრის გატარება მოუწია.

საჰაერო განგაში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ კორიუკივკაში გერმანიის პრეზიდენტის მედიასთან საუბრის დროს გაისმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში დღეს დილით ჩავიდა. კიევში ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.