უკრაინაში ზოოპარკის დატბორვას 300 ცხოველი ემსხვერპლა

რუსების მიერ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო გამოწვეულ დატბორვას მისი 300 ბინადარი ემსხვერპლა. ინფორმაციას მდინარე დნეპრის ნაპირზე მდებარე ზოოპარკი ავრცელებს.

“ჩვენ ვცდილობდით მათ გადარჩენას. ყოველ დღე ცეცხლის ქვეშ ზოოპარკის ორი თანამშრომელი სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ იგდებდა და ცხოველების გამოსაკვებად მიდიოდა”, – აცხადებენ ზოოპარკის წარმომადგენლები.