უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს

რუსული და უკრაინული მედია რუსი გენერლის დაღუპვაზე წერს.

კვირას რუსულმა და უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის არმიის გენერალ–მაიორის, რომან კუტუზოვის სიკვდილის შესახებ ლუგანსკის ოლქში, პოპასნოესთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.

კუტუზოვის სიკვდილის  შესახებ წერს უკრაინული სააგენტო უნიანი, ასევე რამდენიმე რუსული საიტი და ტელეგრამ–არხი, ასევე სახელმწიფო ტელევიზიის კორესპონდენტი ალექსანდრ სლადოკვი.

ერთ–ერთი მტკიცებულების სახლით გამოცემა ციტირებს რუს დეპუტატს, დიმიტრი საბლინს, რომელმაც დაწერა:

“მძიმეა მეგობრის დაკარგვა… წავიდა როგორც ნამდვილი მებრძოლი…მარადიული ხსოვნა რომანს…“

დასავლური მედიის სტანდარტების შესაბამისად ამ დრომდე რუსეთ–უკრაინის ომში  3 რუსი გენერლის სიკვდილია დადასტურებული. თუ კუტუზოვის სიკვდილი ოფიციალურად დადასტურდა, ის მეოთხე იქნება.