უკრაინაში ომი რთული იქნება, აშშ კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს! – პენტაგონი

პენტაგონის სპიკერმა პეტ რაიდერმა 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კომენტარი არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით თუ როდის დასრულედბა, რუსეთის ომი უკრაინაში. თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს, ხოლო “ბრძოლა ძალიან რთული იქნება”. მან ასევე დასძინა, რომ ომის დასრულება შესაძლოა მხოლოდ იმან დააჩქაროს, თუ რუსული მხარე გადაწვეტს სწორად მოქცევას და უკრაინიდან ძალებს გაიყვანს.

“ჩვენ გვჯერა, რომ ომი გაგრძელდება. თქვენ იცით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და ჩვენ გავაგრძელებთ… იცით, ჩვენ გავაგრძელებთ მათი ბრძოლის მხარდაჭერას. მაგრამ ჩვენ ველით, რომ ეს ბრძოლა ძალიან რთული იქნება და ერთადერთი, რამაც შეიძლება დააჩქაროს მისი დასრულება, არის თუ რუსები გადაწყვეტენ სწორად მოიქცნენ და თავიანთი საოკუპაციო ძალები გაიყვანონ უკრაინიდან”, – აღნიშნა რაიდემა.