უკრაინაში პირველი “გეპარდები“ ჩავიდა

უკრაინაში გერმანიიდან თვითმავალი საზენიტო დანადგარ “გეპარდის“ პირველი სამი ერთეული ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადეს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მეზენიტეები ამ მანქანების მართვისთვის სწავლებას გადიოდნენ გერმანიაში.

“გეპარდები“ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს– ამბობენ ექსპერტები.