უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების მეთაურად სისასტიკით გამორჩეული გენერალი დაინიშნა

უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაერთიანებული სამხედრო ძალების მეთაურად არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნეს.

1966 წელს დაბადებული გენერალი მანამდე 2022 წლიდან “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სამხრეთის დაჯგუფების მეთური იყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის გამოირჩევა კორუფციით და სისასტიკით. წარსულში სუროვიკინი სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაური იყო.

მედია აღნიშნავს, რომ უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის არმიას პირველად ყავს ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ერთიანი მეთაური.