უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, კატასტროფის 25 ადამიანი ემსხვერპლა, 26-ე დაღუპული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი Ан-26 ხარკოვის მხარეში, ჩარგუევის მახლობლად, წუხელ, გვიან ღამით ჩამოვარდა. თვითმფრინავი დაშვებისთვის ემზადებოდა, რა დროსაც ის მიწაზე დაენარცხა და ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმფრინავის კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე პილოტმა მოახერხა შეტყობინების გაგზავნა, სადაც ის ამბობდა, რომ მარცხენა ძრავა დაზიანდა.

თვითმფრინავის ბორტზე 27 სამხედრო კურსანტი იმყოფებოდა.