უკრაინაში საჰაერო განგაშია – რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვა

უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული – ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი რუსული ძალების მიერ ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმისშესახებ იტყობინება.

უკრაინაში საჰაერო განგაში 12:30 საათის შემდეგ დაიწყო. უკრაინის ცნობით, კიევში სულ მცირე 5 აფეთქება მოხდა.დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ქალაქში მომხდარი აფეთქებები დაადასტურა.

“ერთ-ერთი აფეთქება მოხდა დედაქალაქის სოლომიანის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს შორის. ყველა სამსახური ადგილზეა”, – განაცხადა კლიჩკომ.