უკრაინაში HIMARS–ების ახალი პარტია ჩავიდა

აშშ–დან უკრაინაში კიდევ ოთხი ახალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა –  HIMARS ჩავიდა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა.

მან აშშ–ს პრეზიდენტს, პენტაგონის ხელმძღვანელს და ამერიკელ ხალხს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ იარაღის სწორად გამოყენება შეგვიძლია.  HIMARS–ის ზალპის ხმა  ფრონტის წინა ხაზზე ამ ზაფხულს მთავარ მუსიკალურ ჰიტად იქცა“– დაწერა მინისტრმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გერმანიიდან უკრაინაში ჩავიდა გერმანული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები –MARS II.