უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ გერმანული საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T უკრაინის სამხრეთში ბრძოლაში უკვე ჩაერთო.

“მეტი გვინდა… ის [IRIS-T] ჯერჯერობით ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც უკვე მუშაობს. ჩვენ ვიამაყებთ, როცა ბევრი იქნება…ის [IRIS-T] არ არის შორ მანძილზე მოქმედი, 40 კმ-მდე, მაგრამ მისი სხვა ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები შესანიშნავია.”

მისი თქმით, გერმანელ მწარმოებელს წლები დასჭირდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

“ჩვენ ძალიან დიდი საჭიროებები გვაქვს. ჩვენ უნდა შევცვალოთ საბჭოთა შეიარაღება, რომელიც ამჟამად გვაქვს – BUK-M1 და S-300”, – თქვა იგნატმა.