“მეამაყება, რომ ჩემი ქვეყანა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინას თანამედროვე საბრძოლო ტანკებითა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოამარაგებდნენ. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია. თუ უკრაინას დახმარების გარეშე დავტოვებთ, დიდი ალბათობით, ისინი ამ ომში დამარცხდებიან და თუ ისინი დამარცხდებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა დავმარცხდით”.

განაცხადა ჩეხეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა BBC-სთან ინტერვიუში.