უკრაინა კრემლზე დრონებით თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

უკრაინა კრემლზე დრონებით თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა BBC-სთან განაცხადა.

“ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, მაგრამ, როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, უკრაინა ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მიმართავს თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებზე თავდასხმისთვის”, – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.