უკრაინა ნატოს წევრ 6 ქვეყანასთან ერთად მძიმე შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის წარმოებას იწყებს

უკრაინული სახელმწიფო კონცერნი “უკრობორონპრომი“ ნატოს წევრ სულ მცირე ექვს ქვეყანასთან ერთად მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას იწყებს.

ამის შესახებ სახელმწიფო კონცერნ „უკრობორონპრომის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. კერძოდ, უკრაინა ნატოს სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსში ინტეგრირდება.

“უკრობორონპრომი“ ერთობლივად შეიმუშავებს და აწარმოებს და  მძიმე შეიარაღებას და სამხედრო აღჭურვილობას ალიანსის მინიმუმ 6 წევრ ქვეყანასთან ერთად. პოლონეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, დანია და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომლებთან დადებული ხელშეკრულებები არ გვაძლევს საშუალებას ისინი დავასახელოთ.“–ნათქვამია განცხადებაში.

განცახებაში ასევე ნათქვამია,  რომ იქმნება ერთობლივი სამხედრო საწარმოები, შენდება ხაზები დახურული ციკლის საბრძოლო მასალის წარმოებისთვის, მოხდება ჯავშანტექნიკისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების ერთობლივი წარმოება და ერთობლივად მუშავდება ახალი მაღალტექნოლოგიური იარაღი. .

ამასთან, ამისთვის გამოიყენება როგორც არსებული, ისე ახლად შექმნილი სიმძლავრეები უსაფრთხო ადგილებში.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ბოლო გარიგება იყო ჩეხეთთან შეთანხმება. უკრობორონპრომი და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამთავრობათაშორისო თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტო შეთანხმდნენ ერთობლივი თავდაცვის კლასტერის შექმნაზე. ეს მოხდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად.

შესაბამისი ხელშეკრულება ითვალისწინებს სამხედრო ტექნიკის წარმოებას; სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალის წარმოების ზრდას; იარაღისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობისა და შეკეთების სერვის ცენტრების განვითარებას; თანამშრომლობას მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, კერძოდ, ერთობლივი კვლევითი ცენტრების შექმნას.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ უკრობორონპრომი ნატოს ერთ-ერთ ქვეყანასთან ერთად საბრძოლო მასალების ქარხანას აშენებდა.